logo
ENG



ბისო-შატილის გზის მონაკვეთზე ყველა ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

04 დეკ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/v80h9ltnve6k401.jpg
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბისო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.


close დახურვა