logo
ENG



ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება - ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიში გასაჯაროვდა

09 თებ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 
usft6tq3qkewwa4.jpg

ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 2019 წლის პირველ 9 თვეში სახელმწიფო უწყებებისგან დახარჯულ თანხებს ასახავს, უკვე საჯაროა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები 2018 წელთან შედარებით 100 მილიონით გაიზარდა. მაგალითად, გაზრდილია ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი, ასევე თანამდებობრივი სარგოს ხარჯი, გაზრდილია დანამატები, ასევე მომატებულია შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯები. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საჯარო დაწესებულებებში, ჯამში, დაახლოებით 168 მილიონი ლარის პრემია-დანამატი გაიცა, რაც შეეხება მივლინებებს - სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 62 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც თითქმის 4 მილიონ ლარით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ოპოზიციის შეფასებით, სამინისტროები მცირდება, თუმცა ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება. 

აღსანიშნავია, რომ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შეფასებებს აკეთებენ ეკონომიკის ექსპერტებიც. ისინი ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება, რაც დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის. მათი თქმით, ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა. 


close დახურვა