logo
ENG



ბიურომ ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტი ოფიციალურად დაარეგისტრირა

10 ივნ 202416:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/i7wodwuk1ulc8gf.jpg

დღეს პარლამენტის ბიუროზე უმრავლესობის მიერ მომზადებული ჰომოფობიური და პროპაგანდისტული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი ოფიციალურად დარეგისტრირდა და განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.

პაპუაშვილმა 4 ივნისს პაკეტი წარადგინა და დაასახელა საკითხები, რომლებიც ამ კანონის მიღებით "მოწესრიგდება":

"ქორწინების საკითხი, როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და კაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები, ის, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.

შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. ამ შემთხვევაში, გვაქვს საუბარი მარტოხელა ადამიანებზე, რომელსაც სურთ შვილად აყვანა.

სქესის შეცვლის ოპერაცია, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობაში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში  ადამიანის თავისის სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. 

პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის, ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

მე-7 შეკრების და მანიფესტაციის საკითხი. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობისას დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ", - თქვა პაპუაშვილმა. 

 


close დახურვა