logo
ENG



ბიძინა ივანიშვილი გამდიდრების პარალელურად ქონებას იბრუნებს

29 დეკ 202320:24
3 წუთის საკითხავი
 

თაბორის მთის სკანდალი გრძელდება - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ზოლი ჯერ მერიიდან ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, შემდეგ სატყეო სტატუსი მოუხსნეს, ივანიშვილის კომპანიას მიყიდეს, რის შემდეგაც სარეკრეაციო ზონაში შენობები აშენდა. მალევე ივანიშვილმა თაბორის მთის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ ქართუს "აჩუქა", ახლა კი ე.წ-ლ საჩუქარს უკან იბრუნებს. ოპოზიციაში ოლიგარქის თაღლითურ მაქინაციებზე ლაპარაკობენ.

სავარაუდოდ, მილიარდერს თბილის თავზე ახლი რეზიდენცია უნდა. უცნობია გარიგების ფინანსური მხარე. ღრმავდება ეჭვი, რომ ფონდს ოლიგარქი პირადი ინტერესებისთვის იყენებს, კანონის დარღვევით, გასაიდუმლოებულია ანგარიშები.


close დახურვა