საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში რეპუტაცია მხოლოდ კახა კალაძეს აქვს შემორჩენილი.
ამის შესახებ მან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
„დღეს ეს ადამიანები წარმოადგენენ ძალას, რომელიც ვერაფერს ვერ სთავაზობს მოსახლეობას. მეტიც, ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად მიდის ყოველ დღე. შესაბამისად, ადამიანების თვალში, რომელბსაც საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ, ესენი ვერ სარგებლობენ ვერანაირი ნდობით. ამიტომ რთულია უპასუხო ბიძინა ივანიშვილი უფრო დამაზიანებელია "ქართული ოცნებისთვის" თუ პირიქით. "ქართულ ოცნებაში" კახა კალაძეა ისეთი, ვინც რაღაცას წარმოადგენს "ქართული ოცნების" გარეშე. ბატონი გახარია, რომელიც უნიჭოდ ბაძავს პუტინს, არც ბატონ ბიძინამდე და არც მერე, არაფერს წარმოადგენს. ბიძინას მინუს კალაძე, ქართულ ოცნებაში უდრის ნულს“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა გამოკითხა მოსახლეობა. კვლევის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მთავრობის ლიდერების ეფექტურობის დადგენა. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 33% ამბობს, რომ მთავრობის არც ერთი ლიდერის ეფექტურობით კმაყოფილი არ არის.