logo
ENG



ბიძინას მონა ხარ - ხმაური ბათუმის მერიასთან

06 თებ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის მერიის შენობასთან, სადაც მოძრაობა "გაბედეს" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები არიან შეკრებილები, ხმაური იყო. აქტივისტები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორი აქვთ მოწყობილი. გარდა ამისა, მერიის შენობასთან აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა გაბაიძეს "ბიძინა მონა" უწოდეს. 

აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრები ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მათ განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან და პარტიულ გეგმას ახორციელებენ.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გასვლით სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაზე უნდა იმსჯელონ.

 


close დახურვა