logo
ENG



ბლინკენი: პუტინი პირადი მიზნებისთვის II მსოფლიო ომის შესახებ ისტორიის დამახინჯებას ცდილობს

07 მაი 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: პუტინი პირადი მიზნებისთვის II მსოფლიო ომის შესახებ ისტორიის დამახინჯებას ცდილობს

აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში არაპროვოცირებული ომის გასამართლებლად ისტორიის დამახინჯებაში ადანაშაულებს.

ბლინკენმა ამის შესახებ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებისა და ევროპის გამრჯვების დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში ისაუბრა.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბად ქვეყნის „დენაციფიკაციას“ ასახელებს - ამის შესახებ რუსეთმა საუბარი 2014 წლიდან დაიწყო, როცა ყირიმის ანექსია მოახდინა.

ბლინკენის თქმით, სინამდვილეში პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი განასახიერებს მათ, ვინც ნაცისტური გერმანია მეორე მსოლფიო ომში დაამარცხეს. 

“მაშინ, როცა ევროპაში ომი კვლავ მძვინვარებს ჩვენ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ისტორიული მეხსიერებით მანიპულაციას ცდილობენ, საკუთარი ამბიციების მისაღწევად.

ნაცისტებზე ერთიან გამარჯვებას პატივი უნდა ვცეთ, როგორც კოლექტიური ჰეროიზმისა და თავგანწირვის შედეგს. პრეზიდენტი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გამართლებით ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია.

მათ, ვინც წარსულს სწავლობენ იციან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მამაცი ხალხი მათ სულისკვეთებას განასახიერებს, ვინც მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა. ისინი მამაცურად იცავენ საკუთარ ქვეყანას, მათ დემოკრატიას და უკრაინის სამართლიან მომავალს ევროპაში, როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი [ქვეყანა]“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


close დახურვა