logo
ENG



ბლინკენი: პუტინმა უკვე წააგო ომი

11 სექ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/ognfaixtdbzy5g8.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე  წააგო ომი. ამის შესახებ ბლინკენმა ABC-სთან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, კრემლის მიზანი უკრაინის რუკიდან გაქრობა, მისი დამოუკიდებლობის დასრულება და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა იყო, რაც არ გამოუვიდა.

ამასთან, ბლინკენი აღნიშნავს, რომ ომი სამართლიანი და გრძელვადიანი პირობებით უნდა დასრულდეს, რომლებშიც უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება გათვალისწინებული. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, ჯერ არ არსებობს მინიშნებები, რომ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება სურს.

"ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს რაიმე ინტერესი, არსებით დიპლომატიაში ჩაერთოს. თუ ის ამას გააკეთებს, ვფიქრობ, უკრაინელები იქნებიან პირველები, რომლებიც ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში და ჩვენ მათ უკან მივყვებით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


close დახურვა