აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთს ისტორიულად სჩვევია პროვოკაციის მოწყობა და საპასუხო აგრესიის განხორციელება. ბლინკენის თქმით ამის მაგალითია, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში.
"რაც ჩვენ გასულ 24 საათში ვნახეთ, არის რუსეთის სცენარის ნაწილი, შექმნას ცრუ პროვოკაცია. შემდეგ "მოუწევთ პასუხის გაცემა" და ამის შემდეგ ჩაიდენენ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული ისტორიიდან, მაგალითად, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს და ფაქტია ის, რომ რუსეთს ძალები უკან არ გაჰყავს, ეს არ მომხდარა, ჩვენ პირიქით, დამატებით ძალებს ვხედავთ, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ." - ამბობს ენტონი ბლინკენი.
17 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა განცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს მცდარია. მანვე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში საზღვართან დამატებით 7000 სამხედრო ჩავიდა.