logo
ENG



ბლინკენი: რუსეთის ზღვარგადასულ, აგრესიულ ქმედებებს ჩვენი პასუხი მოყვება

06 მაი 202110:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/06/h3oc9zoxw8ylygk.jpg

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ზღვარგადასულ, უპასუხისმგებლო ქმედებებზე შესაბამისი რეაქციები ექნება. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ ძალიან ცხადად აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულ, ზღვარგადასულ ქმედებებს, როგორიც ვნახეთ SolarWinds-ის კიბერთავდასხმისას, ამერიკის არჩევნებში ჩარევისას და ბატონ ნავალნისთან მიმართებით, მოყვება ჩვენი პასუხი", - განაცხადა ბლინკენმა. 

რუსეთის მიმართ მკაცრი რიტორიკა საერთაშორისო ტრიბუნიდან განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც კრემლის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის საგრძნობლად გაზრდის შემდეგ, სამხედრო და პოლიტიკის ექსპერტები რუსეთის ხელისუფლელების მიერ კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაერთიანებულ სამეფოში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. რამდენიმე დღის წინ სამიტში მონაწილე მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უკრაინის საზღვართან კრემლის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო "ღრმა შეშფოთება" გამოხატეს.


close დახურვა