logo
ENG



ბლინკენი: რუსეთმა, შესაძლოა, მოლაპარაკებები პოზიციების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს

06 დეკ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/lp1oo9q4tmplvss.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, მოლაპარაკებები, როგორც ხრიკი, ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს.

ბლინკენის თქმით, ომი, სავარაუდოდ, საბოლოოდ დიპლომატიური გზით დასრულდება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ჯერ არ ჩანს დაინტერესებული "მნიშვნელოვანი" მოლაპარაკებებით.

"თუ რუსეთი ვერ მოახერხებს თავის ამჟამინდელ მცდელობას, აიძულოს უკრაინელი ხალხი დანებდეს - და ეს არ გამოდგება - მაშინ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი ეძებს ალტერნატივას, რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები იქნება.

სანამ რუსეთი არ აჩვენებს, რომ დაინტერესებულია მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლარაპარაკებით, არაფერი შეიცვლება კონფლიქტში. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და არა ფიქტიური მშვიდობა", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

5 დეკემბერს, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.


close დახურვა