logo
ENG



ბლინკენი: რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივი და უპირობო განთავისუფლებისკენ მოვუწოდებთ

03 თებ 202100:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/2qup4lhfopn9s8w.jpg

აშშ-ს სახელწმიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის სასჯელის მისჯას და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მისი "დაუყოვენებლივი" განთავისუფლებისკენ. ამის შესახებ ბლინკენი ტვიტერის გვერდზე წერს:

"აშშ ღრმა შესფოთებას გამოხატავს ალექსეი ნავალნის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი და უპირობო განთავისუფლებისკენ, ისევე, როგორც მოვუწოდებთ ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებისკენ". 

2 თებერვალს რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი მომდევნო 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს ციხეში იმის გამო, რომ მანამდე შინაპატიმრობაში იყო. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მაშინ დააკავეს, როცა ბერლინიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ბერლინში ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.


close დახურვა