logo
ENG



ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევის დროს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

13 სექ 202208:57
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახალი დაწყებულია, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს.

"ის, რაც მათ გააკეთეს, მეთოდურადაა დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად უკრაინის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - თქვა ბლინკენმა მექსიკაში პრესკონფერენციის დროს.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ პროგნოზების გაკეთება, რა შედეგით დასრულდება შეტევა, ჯერ ნაადრევია.


close დახურვა