logo
ENG



ბლინკენი: უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში დაიწყება, უნდა დავეხმაროთ

07 აპრ 202314:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/ph0hpxzy0jl8v5e.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას, სავარაუდოდ მომდევნო კვირებში დაიწყებს.

ამის შესახებ ბლინკენმა გერმანულ გამოცემა WAZ-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, პარტნიორები უკრაინას უნდა დაეხმარონ ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც მათ შორის კონტრშეტევაში მხარდაჭერასაც მოიცავს. 

"ორი მიზანია უკრაინის ბევრი მეგობრისა და პარტნიორისთვის. ერთია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში. ეს მათ შორის მოიცავს კონტრშეტევას, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო კვირებში დაიწყება." - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, უკრაინას მეგობარი ქვეყნები საშუალო და გრძელვადიანი გეგმების განხორციელებაშიც უნდა დაეხმაროს. 

„ვიდრე რუსეთი კურსს შეიცვლის,უზრუნველვყოფთ, რომ უპრეცედენტო სანქციები და ექსპორტის კონტროლზე წნეხი დარჩეს“ - განაცხადა ბლინკენმა. 

29 მარტს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციას აპრილ-მაისში დაიწყებს. მისი თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. 

უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ უკრაინას კვლავ სჭირდება დამატებით მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებული იყოს.

 

close დახურვა