აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინული ძალები ახლა რაკეტებს, ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალას საჭიროებენ.
"შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყოველდღე, დედამიწის ყველა კუთხეში, ჩვენ უკრაინისთვის შესაფერის საბრძოლო მასალას ვეძებთ. უკრაინული ძალები ახლა შეიარაღებული არიან სხვადასხვა ტიპის იარაღით, რომლებიც საჭიროებენ რაკეტებს, ჭურვებს, ნაღმებს და სხვა საბრძოლო მასალას", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეჭვი არ ეპარება უკრაინის გამარჯვებასა და წარმატებაში. მისი თქმით, ამისთვის მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზეზი არსებობს.
"სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ჩვენს დახმარებასაც, ყველაზე დიდი სხვაობა ისაა, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი მომავლისთვის და მიწისთვის, რუსები არა", - აღნიშნა ბლინკენმა.