logo
ENG



ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

03 ნოე 202316:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/1l7rorgopbistg3.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ბლინკენის თქმით, ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამას როგორ გააკეთებს.

"ისრაელს აქვს არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, რომ დაიცვას თავი და ყველაფერი გააკეთოს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდება", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი პასუხისმგებელია 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაზე.

ბლინკენი ისრაელში დღეს ჩავიდა. ეს ჰამასის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ისრაელში. მანამდე ის ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.  ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთანაც. 


close დახურვა