logo
ENG



ბლინკენი ლავროვს: უკრაინა არაა თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული არ არის თქვენი

08 ივლ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი ლავროვს: უკრაინა არაა თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული არ არის თქვენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა "დიდი ოცეულის" დახურულ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა და უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაუშვას.

ინფორმაციას Reuters-ი დასავლეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

გამოცემა წერს, რომ ბლინკენმა ლავროვს პლენარულ სხდომაზე მიმართა, რომელზეც სურსათსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებულ დაუცველობაზე საუბრობდნენ.

"მან პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა: "მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ მარცვლეული ექსპორტზე", - უთხრა წყარომ Reuters-ს.


close დახურვა