logo
ENG



ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

20 სექ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/n0jlhx6ofdw5bd1.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ ეს პირველი ორმხრივი შეხვედრაა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო პროცესთან დაბრუნების აუცილებლობას.

"მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა მხარეებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ თვის ბოლომდე", - თქვა პრაისმა.

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 13 სექტემბრის შემდეგ სულ მცირე 6 სომხური დასახლება დაბომბა და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებითა და დიდი კალიბრის იარაღით თავს დაესხა. ერევანი აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმაა.

აზერბაიჯანი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სომხეთმა  აზერბაიჯანელების პოზიციების დანაღმვა სცადა, რაზე რეაგირებაც მოუწიათ. სომხეთი თავის მხრივ აზერბაიჯანს ადანაშაულებს დეზინფორმაციაში.

ორივე მხარის ინფორმაციით, შეტაკებების დროს 170-მდე პირი დაიღუპა. 


close დახურვა