logo
ENG



ბლინკენის თქმით, ისრაელი ეთანხმება აშშ-ის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე

20 აგვ 202401:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/5yt0x8fe2yhtszd.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი თანახმაა აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ახლა კი ჰამასის ჯერია.

ეს განცხადება მან თელ-ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სახელმწიფო მდივნის თანახმად, ის რეგიონში ცეცხლის შეთანხმების მიღწევისა და მძევლების სახლში დაბრუნების მცდელობით ჩავიდა. 

ენტონი ბლინკენის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხოების ინტერესებს ისრაელისთვისაც და დასძინა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერმინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. 

ბლინკენის თქმით, აშშ მხარს უჭერს შეთანხმების ახლავე შესრულებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მანამდე ისრაელის პრეზიდენტსაც შეხვდა. შეხვედრის დროს მან თქვა, რომ ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების დაბრუნებისთვის "გადამწყვეტი მომენტია".

ენტონი ბლინკენი ისრაელში გუშინ ჩავიდა. 


close დახურვა