logo
ENG



ბლინკენის თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია

08 აპრ 202312:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/l06u5r3u4a5k7fv.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია.

"ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს - და მე ეს მესმის. მაგრამ თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის დიდი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა თავისი ჯარების გადაჯგუფებისთვის, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახორციელოს შეტევა.

"რუსეთი უნდა მივიდეს იქადე, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - განაცხადა ბლინკენმა.


close დახურვა