logo
ENG



ბლინკენის თქმით, ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელების გამბედაობას

13 ნოე 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/zi96fyd88z08an5.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელების გამბედაობას.

"ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის შესანიშნავ გამბედაობას და იმ ძლიერ მხარდაჭერას, რაც უკრაინას მსოფლიოს ქვეყნებიდან აქვს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებიდან, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ დასჭირდება", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა