ბიძინა ივანიშვილის განცხადება წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ის სასტუმროებისა და აბანოების სესყიდვას გეგმავს, პარლამენტში ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, წყალტუბოს განვითარების პროექტი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლების გეგმები რომ გაეგრძელებინა.
„თუკი გააკეთებს კარგია, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილს მივუთითებ იმ შეცდომებზე, რომელმაც 7 წელიწადი დაგვაკარგვინა და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. წყალტუბოს განვითარების პროგრამაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა ის 2013-2014 წლებში უკვე დასრულებული იქნებოდა, წინა ხელისუფლების პროექტი რომ გაეგრძელებინა. დღეს კი უკვე ამოღებული იქნებოდა ის ხარჯები, რომელიც თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა გაღებული“, - განაცხადა ბობოხიძემ.