logo
ENG



ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და გიორგი გახარიას უპირისპირდება

01 ივნ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურად ისევ გააქტიურდა. სცენაზე კვლავ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობია, რომელმაც დღეს ქადაგებისას პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. 

მთავარეპისკოპოსმა ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა, რაც ბოლო დღეებია ქართული ოცნების პარტიული მესიჯბოქსია.

მეუფე იაკობი ყოფილპრემიერმინისტრს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას დაუპირისპირდა და მას რუსეთის კაცი უწოდა. 

პოლიტიკაზე საუბრისას დღეს მაღალიერარქი უფრო შორსაც წავიდა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

"მოფიქრებული გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება - ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში", - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 


close დახურვა