logo
ENG



ბოდბელი ეპისკოპოსი ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს ტერორისტებს უწოდებს

05 ივლ 202113:16
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ბოდბელი ეპისკოპოსი ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს ტერორისტებს უწოდებს. 

ფორმულასთან ლაპარაკში მიტროპოლიტმა იაკობმა თქვა, რომ პრაიდის კონტრაქცია, სადაც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, "აბსოლუტურად მშვიდობიანია". 

მისივე აზრით, ეს "ჟურნალისტების და იმ ხალხის საქმეა, ვინც ისინი სცემა".

"ეტყობა, ჟურნალისტებს იმაზე მეტად იცავთ, ვიდრე საქართველოს. ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ურტყამდეთ. ის ტერიტორისტები უნდა დააკავოთ, ვინც პრაიდს მხარს უჭერს. ისინი არიან ტერორისტები, მათ უკან ვინც დგას, ისიც ტერორისტია. თქვენ თუ მათ მხარს უჭერთ, თქვენც ტერორისტები გამოდიხართ." - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა გაიმართოს. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მათ სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა