logo
ENG



ბოდიში, მაგრამ გაუპატიურებულად ვგრძნობ თავს - აქციის მონაწილე

10 ნოე 201920:07
3 წუთის საკითხავი
 
5uo5csimyp80xyi.png

მესამე საპრემიერო დღეს მესამე აქციით ხვდებიან ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფები. ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრი „ამირანის“ ეკრანებზე ამ წუთებშიც გადის, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აქციის მონაწილეების მცირე რაოდენობაა შეკრებილი. მესამე დღეა ულტრამემარჯვენეები სეანსის ჩაშლას ცდილობენ, მაგრამ ფილმის ჩვენება მაინც მაყურებლით სავსე დარბაზში მიმდინარეობს. ამ სამ დღეში აქციის მოძალადე მონაწილეებმა თავი ანი სუბელიანს გაუტეხეს.

კინოთეატრ "ამირანთან" ამჟამად გაცილებით სიმშვიდეა და წინა დღეებთან შედარებით ნაკლები ადამიანი აპროტესტებს კინოჩვენებას. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ ფილმის შინაარსა და გეი პროპაგანდას.

"ეს ფილმი არ უნდა გადიოდეს კინოთეატრებში და იმიტომ. ეს არ არის უბრალოდ გეი ფილმი. როცა ქართული ანსამბლი გამოიყვანეს, ჩოხა და ახალუხი. ნაწყვეტები ვნახე ფილმის - ქართულ სამოსში გამოწყობილი ბიჭი იყო მხართეძოზე წამოწოლილი და არ მესიამოვნა", - განმარტა აქციის მონაწილემ. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ამბობს, რომ ამ ფილმის პრემიერის გამო თავს გაუპატიურებულად გრძნობს.

"მე უკვე დავინახე და მინდა გეგმაზომიერად დავიწყო ეს ბრძოლა. უკვე შერცხვენილი ვარ, შეურაცხყოფილი ვარ და ბოდიში, მაგრამ გაუპატიურებულად ვგრძნობ თავს",- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 მესამე დღესაც ფილმის ჩვენება გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 


close დახურვა