logo
ENG



ბოკერია: ახლავე მიიღოს ეს მოდელი და მერე რაზეც უნდა ჩაატაროს პლებისციტი, ყველაფერში წააგებს

25 ნოე 201911:32
3 წუთის საკითხავი
 
fghtyxg33v5abdo.jpg

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს “ წევრმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას კვლავ აპირებს.

„ვინ ჭამს იმას, რომ პლებისიტს ჩაატარებენ 6 თვის მერე და მერე ისევ ოქრიაშვილის და ხულორდავას გადასაწყვეტი იქნება სააქართველოს ბედი?! ახლავე მიიღოს ეს მოდელი რაზეც ბატონმა ვაშაძემ ისაუბრა და რაც არის კონსესუსი მთელი ოპოზიციის და მერე, რაზეც უნდა ჩაატაროს პლებისციტი, ყველაფერში წააგებს მერეც“,-განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეძლებს უმრავლესობას პლებისციტიც მოუგოს.

 


close დახურვა