ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან დებატებისთვის მზად არის, თუმცა ამბობს, რომ ეს სიტუაციას ვერ განმუხტავს.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კლოუნებთან, მდინარაძესთან, კობახიძესთან დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, ამას განმუხტავს ახალი არჩევნები, ევროპული საქართველო ყოველთვის მზად ვართ ივანიშვილის გარემოცვასთან დებატებისთვის და მასთანაც, შანსი რომ ყოფილიყო.
მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტში ამას ვაკეთებდით და ყველა ხედავდა შედეგებს ამ დებატების. ამიტომ, მზად ვართ. მარტო ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებთან გვექნება ამაზე კონსულტაციები, ისინი როგორ უყურებენ ამ საკითხს", - თქვა ბოკერიამ.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ოპოზიციას დებატები შესთავაზა.