logo
ENG



ბოკერია: ვინც ცდილობს, პუტინის რეჟიმს წნეხი შეუმსუბუქოს, მკაცრად უნდა დაისაჯოს

07 მარ 202213:27
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ცდილობს, პუტინის რეჟიმს წნეხი შეუმსუბუქოს. 

ის რუსეთის გადაწყვეტილება გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 15 ქართულ კომპანიას უფლება მიეცა, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები გაიტანოს. 

"ყველა, ვინც ნებისმიერი მოტივით, მაგრამ საღი აზრის ფარგლებში, გაცნობიერებულად ხელს უწყობდა პუტინის რეჟიმს ამ ვითარებაში, იქნებოდა ეს სახელმწიფო მოხელე, მაღალი თუ დაბალი რანგის, იქნება ეს მეწარმე, რომელიც ლობირებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას მოუტანდა მოგებას, თუნდაც დროებით და ამავდროულად შეუმსუბუქებდა პუტინის რეჟიმს მდგომარეობას, ყველა უნდა დაისაჯოს, თუ საჭიროა, საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩარევით. 

ეს უნდა ესმოდეს ივანიშვილს პირადად და მის გარემოცვას. ვიმეორებ, ყველა მეწარმეს, რომელიც შემდეგ შეიძლება იძახდეს, რომ იცი რა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ამ მომენტში ჩემი მოგება მენახა, რაც სხვა ვითარებაში ლეგიტიმური ინტერესია, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ (თანამედროვე ანალოგიის ჰიტლერის რეჟიმის) არის მსოფლიო შეკრული, როდესაც ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე, უკრაინაში ადამიანების სისხლი იღვრება, ვინც მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ამ დროს, ყველა ვინც ცდილობს, ამით ისარგებლოს უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს საერთაშორისო სამართალში და ჩვენს სამართალშიც". - ამბობს გიგა ბოკერია. 

მას შემდეგ, რაც უკრანაში შეიჭრა, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. საქართველო სანქციებს არ შეუერთდა. ამასთან, რუსეთმა 15 ქართულ კომპანიას უფლება მისცა, რუსეთის ბაზარზე პროდუქტები შეიტანონ. 


close დახურვა