logo
ENG



ბოკერია: თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება, უკვე გვიანი იქნება

26 იან 202022:53
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულა“ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, შეერთებული შტატების ინტერესი არის რომ საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს, შესაბამისად ქართული ხეელისუფლების მიმართ მსგავსი რეაქცია ბუნებრივია. ასევე დეპუტატის განმარტებით, თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება ეს საზიანო იქნება პირადად მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. 

„ამ ტიპის საგანგაშო ტენდეცია მე არ მახსენდება. ამ წერილებში სასიხარულო არაფერი არ არის. ეს წერილები უბრალოდ არის იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შექმნა ივანიშვილმა. ხედავენ რა ხდება ქვეყანაში, რაც უპირისპირდება მათ პრინციპულ მიდგომასაც და მათ შორის პრაგმატულ მიდგომასაც. შეერთებული შტატების პოლიტიკური კლასის, განსაკუთრებით იმათი ვინც ჩვენი ქვეყნის მეგობარია უკვე წლებია, ინტერესი არის რომ აქ იყოს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ ეს რეაქცია ბუნებრივია და კარგი იმ თვალსაზრისით არის რომ შეიძლება დაგვეხმაროს, თუ გონს მოეგება ივანიშვილი თუ არ მოეგება გონს, უკვე გვიანი იქნება მისთვის პერსონალურად და სამწუხაროდ ზიანიც მიადგება საქართველოს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ 4 თებერვლიდან იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოებისთვი სასურველი შედეგი არ დადგება.


close დახურვა