logo
ENG



ბოკერია: თუ პარლამენტმა ღარიბაშვილი არ გადააყენა, დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი აქ არ არის

12 ივლ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ამ პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილი არ გადააყენა, დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი იქ არ არის.

მისი თქმით, ახლა ერთადერთი, რაც პარლამენტის შენობაში უნდა მოხდეს, ღარიბაშვილის გადაყენებაა.

"ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება და თუ ეს არ ხდება და ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერჯერობით, ვერანაირს ვერ ვხედავ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომელთანაც ადრეც გვქონია უთანმხოება, მაგრამ ეს ახლა უნდა დავივიწყოთ, ახლა ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილსა და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს ახლა, ამ პარლამენტში და თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არც ერთმა ძალამ, რომელისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად", - თქვა ბოკერიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მედიამენეჯერების და აქტივისტების ნაწილი, მანდატურის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, დარბაზში შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


close დახურვა