logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი საფრთხეა საქართველოს მომავლისთვის, მასთან კოალიცია გამორიცხულია

17 აგვ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 
b0aiwzn1c6jsn2w.jpg

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტების კითხვის პასუხად ქართულ ოცნებასთან კოალიციურ თანამშრომლობას გამორიცხავს.

ბოკერიას თქმით, კოალიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩამოყალიბდება და ამის გარანტი ევროპული საქართველო იქნება. 

"ქართულ ოცნებასთან კოალიციას ევროპული საქართველო არ განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ კოალიციას ოპოზიციასთან, ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის. ეს გარდაუვალია, ოპოზიციას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. ივანიშვილი მისი პერსონიდან, ხედვიდან, გარემოცვიდან გამომდინარე  არის საფრთხე საქათველოს მომავლისთვის. დანარჩენ ოპოზიციასთან არათუ გამოვრიცხავთ, დაკვეთააა საზოგადოების 70%-ის, რომ კოალიცია შედგეს და ეს კოალიცია შედგება, ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას ეს კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა რევაზ არველაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ საპარალმენტო არჩვენების შემდეგ მთავარ პარტნიორად "პატრიოტთა ალიანსს" განიხილავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოლაპარკებას "ევროპულ საქართველოსთანაც" არ გამორიცხავს. მანვე დასძინა, რომ ეს მისი პირადი აზრია და გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა.


close დახურვა