logo
ENG



ბოკერია: რურუას საქმე არის სიმბოლო იმისა, რაც საქართველოში არავის მიმართ აღარ უნდა ხდებოდეს

30 ივლ 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
kaeqqmhxjg1ums1.jpg

"რურუას საქმე არის სიმბოლო იმისა, რაც აღარ უნდა ხდებოდეს არავის მიმართ საქართველოში, მშვიდობიან არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯას. 

ამასთან, ბოკერიას თქმით, რურუასთვის პატიმრობის მისჯით, მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეეცადა, რომ მისი სიძლიერე ეჩვენებინა. ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია: 

"8 მარტის შეთანხმებაში კონკრეტული ჩამონათვალი იყო პოლიტიკური პირების, რომელთა მიმართაც პოლიტიკურად დაკვეთილი დევნა უნდა შეწყდეს. ზოგი დაკავებული იყო, ზოგი - არა. ვინც დაკავებული იყო, ისინი გათავისუფლდნენ, რაც კარგია, მაგრამ ეს საკითხი ივანიშვილმა მოიტოვა, როგორც სიმბოლოდ, რომ, აი, ბოლომდე ვერ გამტეხეს - ამის დემონსტრირებას ახდენს. ამით აზიანებს ქვეყანას და ატმოსფეროს ქვეყანაში", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის იყო. 

"რურუას საკითხი არსად არ წავა - პერსონაში კი არა, პრინციპშია საქმე. ყველა განცხადებაში, პოზიტიურ განცხადებაშიც, საქართველოს პარტნიორების და ქართული საზოგადოების რეაქციაც ასეთია, რომ პოლიტიკური ჩარევით, დაკვეთით, შერჩევითი სამართლით არსებული საქმეები არ უნდა არსებობდეს და ასეთი საქმეა რურუას საქმე. არავის არ გაჰკვირვებია ეს განაჩენი, მაგრამ, საბოლოო შედეგისთვის მის ინტერესში არის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს საკითხი ამა თუ იმ გზით იქნას მოხსნილი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით მოიხსნება ეს საკითხი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


close დახურვა