logo
ENG



ბოკერია: რუსეთის დასჯის მოთხოვნისგან დისტანცირება მხოლოდ მოღალატეს შეიძლება სურდეს

09 აპრ 202210:53
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: რუსეთის დასჯის მოთხოვნისგან დისტანცირება მხოლოდ მოღალატეს შეიძლება სურდეს

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების მიერ უკრაინაში, ოკუპანტების მიერ განადგურებულ და უკვე გათავისუფლებულ ბუჩაში მიწვევაზე უარის თქმა "პოლიტიკური და მორალური კატასტროფის" გამოხატულებაა. 

"ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვაა. სამწუხაროდ, ჩვენც გვაგდებს ირიბად.

ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ. ეს მხოლოდ უკრაინის ამბავი არაა, ჩვენი თავისუფლების ამბავიცაა და ეს სამარცხვინო პოზიცია ყველაფერში გამოავლინეს, ყველა საჯაროდ დაფიქსირებულ სიტყვაში. 

ეს ბოლო სირცხვილი, რომ ტრაგედიამ, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, ჩვენი ვალია ბოლომდე მივყვეთ ამ ამბავს, რომ დაიგრეს ბოროტების იმპერია და დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა - ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ჰქონდეს ყოვლად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე მთავრობას". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ  ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც. აპუაშვილმა მოწვევას არასათანადო უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ჩავა თუ არა უკრაინაში. 

პარლამენტის აპარატის ცნობით, თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია


close დახურვა