logo
ENG



ბოკერია: სტრუქტურულ და პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული

11 თებ 202114:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სტრუქტურულ და პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არ არის მიღებული.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, გუნდში დისკუსია მიმდინაროებს და როცა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს.

"ყველა პერსონალურ საკითხზე მიმდინარეობს დისკუსია, ყველაზე, ოღონდ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილებები, როცა მიღებული იქნება, მერე გავაცნობთ საზოგადოებას.

არანაირი ინფორმაცია მე იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილია, ასევე, პერსონალური გადაწყვეტილებები, არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არ არის მიღებული", - თქვა ბოკერიამ.

ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გუშინ, 10 თებერვალს აღნიშნა, საზოგადოება ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს სამ დღეში შეიტყობს.

 


close დახურვა