logo
ENG



ბოკერია: ჩვენ ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, დღეს ამ ცვლილებების დასაწყისის დღეა

31 ოქტ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება და თითოეული ამომრჩევლის ხმას მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენ ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და დღეს არის ამ ცვლილებების დასაწყისის დღე. ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად არასტაბილური რეჟიმის და მმართველობის პირობებში დიდი უპირატესობით დავამარცხოთ ის, რომ სწრაფადვე გამოვრიცხოთ დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის",-თქვა ბოკერიამ.

ბოკერიამ დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოთში ყველაზე მეტი საჩივარი ფარულობასთან დაკავშირებით იყო: 

"ჯერჯერობით ამ ოლქში რაც გავიგეთ ყველაზე მეტი საჩივარი რაც მოვიდა არის ფარულობასთან დაკავშირებით. მცდელობები კომისიის წევრებისგან, რომლებიც არიან მთავრობასთან აფილირებული, ეს არის რაც ჯერჯერობით გავიგე.

უფრო შემაშფოთებელი მონაცემები გვქონდა სხვა ადგილიდან გამორჩეული შემთხვევა იყო სადაც ბიულეტენებს ისე ხევდნენ, რომ პირველი 2 ნომერი შეუძლებელი ყოფილიყო ხმის მისაცემად და ჩვენი წარმომადგემნელი ამ საჩივრის გამო გააგდეს",-განაცხადა ბოკერიამ.


close დახურვა