logo
ENG



ბოკერია Haqqin.az-ის სტატიაზე - თუ ეს სიმართლე არაა, საჭიროა ხელისუფლების სწრაფი რეაგირება

20 ივლ 202016:33
3 წუთის საკითხავი
 
nc19s9dugtq5da0.png

ივანიშვილისა და მისი ერთ-ერთი კლოუნის, ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია იძლევა საფუძველს, რომ ამაზე სერიოზულად ისაუბრონ ჩვენმა პარტნიორებმა და ეს არის უკვე დიდი პრობლემა, - ამის შესახებევროპული საქართველოსერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, აზერბაიჯანული გამოცემის Haqqin.az-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც წერია, რომ აზერბაიჯანული პოზიციებისა და სოფლების დასაბომბად, სერბეთმა  სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა.

ბოკერიას თქმით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს იქნებასაქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”.

საქართველო პოზიცია არის მკაფიო, საქართველოს ინტერესში რაც უნდა იყოს, ეს არის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენს სამეზობლოში ამ კონფლიქტის, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც პრინციპული საკითხი, ეს არის დაუშვებლობა, რომ საქართველო რაიმე ფორმით იყოს ჩართული და განსაკუთრებით იმ ფორმით, რაც ამ ინფორმაციაშია მოცემული, ამ კონფლიქტის გაღვივებაში. 

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს არის პირდაპირ, არამარტო ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. თუ ეს სიმართლე არ არის, ამას სჭირდება არა ამ სისულელეების ლაპარაკი ვოლსკისნაირი ფიგურებისგან, შიდა ოპონენტებს და მედიას რომ სდებენ ბრალს, არამედ მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფი რეაგირება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ ეს არის სიცრუე”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ აზერბაიჯანული პოზიციებისა და სოფლების დასაბომბად, სერბეთმა  სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ კამაზის მარკის მანქანებით გრადის სისტემებისთვის განკუთვნილი  მოწყობილობები და ტყვიამფრქვევების მასალა  სომხეთში საქართველოს გზით რუსეთიდანაც ჩაიტანეს. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ბაქოში სერიოზული აღშფოთება და გაუგებრობა გამოიწვია იმან, თუ როგორ დაუშვა საქართველომ თავის ტერიტორიაზე სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დაპირისპირებისთვის განკუთვნილი იარაღის გატარება.


close დახურვა