logo
ENG



ბოკერია გაურკვეველ ნივთიერებაზე: ტერაქტად რომ აფასებენ, ესენი არიან პოლიტიკური კლოუნები

12 დეკ 201914:39
3 წუთის საკითხავი
 
i5ghis67y9jehxz.jpg

"ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტს ეხმაურება. ბოკერიასთვის გაუგებარია, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რატომ იშვერს ხელს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტებისკენ. 

"რომ არ იყოს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, ის რაც ახლა ხდება იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი. ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნიაო პარლამენტში.  აღშფოთებულები არიან, ტერაქტი მოხდაო. ვინც თავს ცუდად გრძნობს, ვუსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს. ეგრევე გაიშვირეს ხელი პოლიტიკურ ოპონენტებზე, იქნებ ამბოხებულები დეპუტატები სჯიან?! თან აღშფოთების ასეთი ხარისხის აქვთ და მაშინ არ აღშფოთებულან ასე, როდესაც ბავშვებს თვალები დათხარეს. სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები?! ტერაქტად რომ აფასებენ, ესენი არიან პოლიტიკური კლოუნები“, -  განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტში სესიის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერება დაასხა მაგიდაზე, რასაც მძაფრი სუნი ჰქონდა. სესიაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესვენება გამოცხადდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


close დახურვა