logo
ENG



ბოკერია ზურაბიშვილზე:ყველაფერი გააუქმა და უტიფრად უთხრა საზოგადოებას, რომ არც კი გიპასუხებთ

05 ნოე 201912:13
3 წუთის საკითხავი
 
rwutlw4ih5y0xh5.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია მსჯავრდებულების შეწყალებისთვის აუცულებელი ინსტიტუტია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომისიის გაუქმების გამო, აკრიტიკებს. 

დეპუტატი განმარტავს, რომ კომისიის არსებობის პირობებში პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა აეხსნა, თუ რის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. 

"ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დაყრდნობილი, რაღაც კრიტერიუმზე. წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ რაღაც ინსტიტუტი შექმნილი - შეწყალების კომისია. შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებები არ მოგვწონდა, მგარამ რაღაც წესით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ამ წესით მივიღე ეს გადაყვეტილება. ამ ადამიანმა [ზურაბიშვილი] ეს ყველაფერი გააუქმა და უტიფრად უთხრა საზოგადოებას, რომ არც კი, გიპასუხებთ. მომავალში რა უნდა ქნას, მე არ ვუკარნახებ მას. ყველა გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს საღ აზრს და კრიტერიუმს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 


close დახურვა