logo
ENG



ბოკერია კალაძის განცხადებაზე: ქვეყანას რადიკალური პროტესტის გზაზე აყენებენ

25 ნოე 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
7cb7uuaz5ycdlg3.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია კახა კალაძის მიერ გაჟღერებულ, „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილებას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უტიფრობა გრძელდება," რაც მათ რადიკალური მოქმედებებისკენ უბიძგებს.

„ქართული ოცნების“ განცხადებები გეგმებს კი არ ცვლის, ადასტურებს. უტიფრობა გრძელდება და სანამ ეს გრძელდება, პროტესტიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ქვეყანას რადიკალური პროტესტის გზაზე აყენებენ, მაგრამ ეს ივანიშვილმა და მისმა კლოუნებმა გააკეთეს. რაც შეეხება ოპოზიციის შეთანხმებას, ეს ჯდება სრულად კონსტიტუციაში. გავაგზავნით მას ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ამაშიც გავაშიშვლებთ მას. მან თავად განსაზღვრა მისი ძალიან ტრაგიკული ბედი. მწვავე პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ გატყდებიან. ასეთი იყო გეგმა და იქნება. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში მათი კანდიდატის არდაყენებას, ვინც ჩვენიანი იქნებიან, იმას პარტიულად არ დავაყენებთო, ნოზაძეს და ოქრიაშვილს არ დაუყენებენ კანდიდატს?! დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთი ცინიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და საზოგადოებას მოოუწოდა დღევანდელ აქციას შემოუერთდნენ.

 


close დახურვა