logo
ENG



ბოკერია ოცნების აქციაზე: ეს იყო დემონსტრაცია, რომ ივანიშვილის გუნდის ხრწნა ღრმად არის შესული

15 დეკ 201921:48
3 წუთის საკითხავი
 
p5gg4bwf1jodqym.jpg

„ეს შეკრება იყო დემონსტრაცია იმის, რომ ივანიშვილის გუნდის ხრწნა ღრმად არის შესული“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ღონისძიებას.

აღნიშნულ საკითხზე ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის“ ფორმულა ისაუბრა. ბოკერიას თქმით, ეს პროცესები არის იმის მაჩვენებელი, რომ მმართველი პარტია აგონიაშია.

„მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ ვარ მაღალი წარმოდგენის. ერთმანეთის მოტყუების წრე არის შეკრული, წარსულში იმ გუნდის იყო ანალოგიები, რომლის წევრი მეც გახდით, მაგრამ არა ამ კომიკური ფორმით. ეს არის თავის მოტყუება, რომ ძალით ჩამოიყვანეს საჯარო მოხელეების დიდი არმია, რომელშიც ნაწილი არიან "ქართული ოცნების" მომხრეები, მაგრამ დანარჩენი ჩამოიყვანეს კონცერტზე, როგორც უწოდეს კონცერტი, რეალურად პოლიტიკური მიტინგი იყო - ეს რისი მაჩვენებელია. ჩვენთან ბევრად მეტი საჯარო მოხელეა, ვიდრე ის რაოდენობა, რომელიც ჩამოყვანილი იყო და "ქართული ოცნებაც" რაღაც ხმებს მიიღებს ისედაც, ეს ხომ არაფერს არ ცვლის. ეს არის უძლურობის, აგონიის და ისტერიკის ნიშანი. საარჩევნო პერიოდიც არ არის. ჩამოიყვანეს ეს ხალხი, რა ტექსტი ასმენინეს, წარმოუდგენელი რაღაც იყო, ივანიშვილის გამოსვლა განსაკუთრებით, თუმცა სხვებიც არ ჩამოუვარდებოდნენ“, - განაცხადა გოგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. აქცია-კონცერტზე დასასწრებად მმართველმა გუნდმა რეგიონებიდან მხარდამჭერები ჩამოიყვანა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დღევანდელი ღონისძიება დაანონსდა, მესამე სექტორი და აქტივისტები, ხელისუფლების მიერ ადამიანური რესურსის გამოყენებაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს ემუქრება და თბილისში, ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მმართველი გუნდი გამგეობებსა და მერიებში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურის დაკარგვით აშანტაჟებდა. 


close დახურვა