logo
ENG



ბოკერია როგგარეშე სესიაზე: გულუბრყვილო ხარ, თუ გჯერა, რომ პრობლემა ისაა, კანონში რა წერია

13 ივლ 202221:39
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია როგგარეშე სესიაზე: გულუბრყვილო ხარ, თუ გჯერა, რომ პრობლემა ისაა, კანონში რა წერია

გიგა ბოკერია ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ და ამბობს, რომ ლელო და ენმ ისევ აგრძელებენ საკუთარი თავების მოტყუებას. 

"უკეთესს შემთხვევაში, უნდა იყო გულუბრყვილო, ხოლო უარეს შემთხვევას არ ვიტყვი, რა ჰქვია - თუ გჯერა რომ საქართველოს პრობლემა არის იმაში, თუ კანონში რა წერია, თითქოს ივანიშვილის რეჟიმი ემყარება კანონებში ჩაწერილ ნორმებს ან თამაშის წესებს.

სანამ ივანიშვილის ძალაუფლება არსებობს, რომელი არარაობებიც არ უნდა ჰყავდეს გარშემო და რაც არ უნდა ეწეროს კანონში, ჩვენ ვერ გავაღწევთ თავისუფლების სამშვიდობოს. ყველა, ვინც საწინააღმდეგოს ეუბნება საზოგადოებას, უბრალოდ ატყუებს მას". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი. 

დღეს, 13 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რიგგარეშე სესია მოიწვიოს.

გარდა ამისა, მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა.

მიზანი ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მომზადებაა, უფრო კონკრეტულად, როგორც პარტიების განცხადებაში წერია: აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები. 


close დახურვა