logo
ENG



ბოკუჩავა: ამაზრზენია, რომ 20 ივნისის შემოქმედი საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილით პოზირებს

27 მაი 202019:22
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრემიერის გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მისი კითხვების უმრავლესობას არ უპასუხა.

„სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ  20 ივნისიდან 1 წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს. 

როგორც ჩანს გამოგეპარათ ჩემი კითხვების უმრავლესობა. მათ შორის დღეს მთვლევარე გომელაურს, რომ ორი მილიოზე მეტი აქვს დახარჯული პანდემიის დროს რემონტსა და ავეჯში ნორმალურად მიგაჩნიათ? 

როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობასო, ეს მტკნარი სიცრუეა. 25 მაისს გავცემთო, გუშნწინ იყო 25 მაისი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.


close დახურვა