logo
ENG



ბოკუჩავა: ასეთ დროსაც კი, ოცნების პრივილიგირებული კასტა ხეირობს და მოქალაქეები შიმშილობენ

27 მაი 202015:08
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას არსებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება, პანდემიის პირობებშიც კი, საბიუჯეტო სახსრების საკუთარი კომპანიების გასამდიდრებლად იყენებდნენ.

„ჯერჯერობით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. თუმცა, კითხვები დავსვით და მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა ამ კითხვებს უპასუხოს. თუმცა, არ ვიცი რა რაციონალიზმი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას მაშინ, როდესაც პანდემიის დაწყებიდან 3 თვე გავიდა, 3 თვის წინ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არც ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ამაზე, გარდა მათი არაკომპეტენტურობისა და კორუმპირებულობისა, როდესაც მათ შორის ასეთი გამოწვევების დროსაც კი საბიუჯეტო სახსრების საკუთარი კომპანიების გასამდიდრებლად იყენებდნენ.

მაგალითად, 400% მოგებაზე მუშაობდა მონოპოლისტი კომპანია „ჯიბე“, რომელიც აგროპროდუქტს ყიდულობდა მარნეულში და ჩაკეტვების გამო, მოჰქონდა თბილისში და 80%-იანი მარჟით ყიდდა თბილისში. იგივე მოხდა, მაგალითად, პირბადეების შემთხვევაში, როდესაც ვითომ სუბსიდირება მოახდინეს და ჩაასხეს ფული ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ასეთი გამოწვევების დროსაც, „ქართული ოცნების“ პრივილეგილებული კასტა ხეირობს და მოქალაქეები შიმშილობენ. 90-მდე ქვეყანაში პირდაპირ ფულადი დახმარებაა გაცემული.

3 თვე იყო, როდესაც ეს უნდა მომხდარიყო. ახლა, როდესაც ეკონომიკა ნელ-ნელა ამუშავებას იწყებს, ადამიანი ნელ-ნელა დასაქმდებიან. როდესაც ადამიანი ახლა თავის სამუშაო ადგილს აღიდგენს, რეალურად, 200 ლარზე მეტს აღარ მიიღებს. აბსურდია. ეს ცარიელი ყუთია, რომლიდანაც ხელისუფლებამ საკუთარი მხარდამჭერებისთვის და კომპანიებისთვის შეღავათები ამოიღო, მაგრამ არანაირი რეალური დახმარება საქართველოს მოქალაქეებამდე არანაირი დახმარება არ მისულა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


close დახურვა