„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერი გიორგი გახარია კონსტიტუციას არ სცემს პატივს.
ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა მმართველ გუნდს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიკვებონ გაჭირვებული მოქალაქეები.
„თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს საქართველოს პრემიერი. მე მაინტერესებს ქალბატონი მეზვრიშვილი, რომელიც დღეს გამოაგზავნა გახარიამ, თუ წარმოგვიდგენს მიზეზს, რატომ არ იმყოფება აქ პრემიერი. თუ უბრალოდ, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და ამბობს, რომ ის ანგარიშვალდებული არ არის ამ პარლამენტის მიმართ, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, არამედ ბუნკერში გამოკეტილი მოტიკ-ტოკე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული.
"რაც შეეხება კითხვა-პასუხის შეზღუდვას, მნიშნელოვანია დავსვათ კითხვა თუ როგორ აპირებთ გამოიკვებონ ადამიანები, როდესაც ადამიანი, რომელიც ქვეყნის პატრონად ასაღებს თავს ცეკვა-თამაშითაა დაკავებული, სხვა ადამიანებს ლუკმა-პური არ აქვთ. დღეს ვერაფერი მოვისმინოთ იმ კონკრეტული გეგმის შესახებ როგორ აპირებთ გამოიკვებოთ ადამიანები. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ შეჭამს. ღარიაბაშვილს 250 000 ლარი დაუხარჯავს საათების შეძენაში, გომელაურმა 100 000 ლარი დახარჯა ავეჯის შეძენაში. მაშნ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი არსებით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშ უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.