logo
ENG



ბოკუჩავა: ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არაა

09 მაი 202418:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/g7zqp0egvqi025e.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა. ამის შესახებ მან რუსთაველის თეატრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქალმა დეპუტატებმა ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს.

"ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არც ერთი წევრი. იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტერესს. ივანიშვილი რუსული კანონისა და რუსული არჩევანის დასაცავად უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს. ძალადობა დიმა ჩიქოვანის, გია ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილისა და ყველა ახალგაზრდის წინააღმდეგ, არის მცდელობა, თავად შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორი ივანიშვილისა, რომ შეაშინოს საზოგადოება. მაგრამ ამას ექნება უკუეფექტი, რომელიც გამოიწვევს არა შიშს, არამედ კონსოლიდაციას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

11 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება.

დღეს, 9 მაისს კი ევროპის დღესთან დაკავშირებით მიღება და ღონისძიება გაიმართება რუსთაველის თეატრში, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. ღონისძიებაზე მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 


close დახურვა