logo
ENG



ბოკუჩავა: ენმ დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს

26 სექ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტია დიდუბის ოლქში ზურაბ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენებას არ გეგმავს.

ფორმულას შესაბამის კითხვაზე ბოკუჩავამ უპასუხა: არა.

"არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია, მწვავე ეთერები, მწვავე მსჯელობა, იმიტომ რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს". - თქვა მან.

გუშინ, 25 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია იმსჯელებდა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავისი კანდიდატის დაყენებაზე.

მისივე თქმით, ჯაფარიძე "თავისივე ფეხში იკეთებს გასროლას".

სამადაშვილის აზრით, ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის აზრი საინტერესო არა არის და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. 

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სალომე სამადაშვილის პასუხად თქვა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენმ-ის მხარდამჭერების ხმები და ამიტომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჯაფარიძის თქმითვე, შეურაცხყოფა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, როდესაც მან ოპოზიციური პარტიები "პარტიუკებად" მოიხსენია.

მოგვიანებით სალომე სამადაშვუილმა რუსთავი 2-თან ისიც თქვა, რომ "ზურა ჯაფარიძეზე მეტ ხმას, "პოლის" ჯოხიც აიღებს".

დიდუბის ოლქში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი სწორედ გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა


close დახურვა