logo
ENG



ბოკუჩავა რუსეთზე:ივანიშვილის ვითომ დათმობისა და დაგალების პოლიტიკა არის უშედეგო

24 ოქტ 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
pk8gani5y8p600n.jpeg

ოპოზიციაში დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას დეზინფორმაციაში სდებს ბრალს. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, საქართველოს აღარ აქვს შესაბამისი წონა საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, სამთავრობო დონეზე არ წყდება ოკუპაციის საკითხი და ის არ განიხილება მნიშვნლოვანი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრების დონეზე. დეპუტატების თქმით, "ქართული ოცნების" დამთმობი პოლიტიკა შედეგის მომტანი არ არის. 

"საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს აღმასრულებელ დონეზე, მთავრობის დონეზე ჩვენი ოკუპაციის და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხი წამოიჭრას მსოფლიო ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. 

კანდელაკის პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავაც, რომლის თქმითაც ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია. 

"ასეთი მუქარისშემცველი განცხადებები ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ვითომ დათმობისა და დალაგების პოლიტიკა არის უშედეგო. რადგან წამოუდგენელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაარეგულირო თანამშრომლობა მჭიდრო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე,"- განცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები უპასუხისმგებლობაა.

"მუდმივად ვართ პირიქით პროვოკაციების მოლოდინის რეჟიმში და ხშირად რეაგირება დაგვიანებულიც კია. ქართული მხარე დაადანადაშაულო რაღაც პროვოკაციულ ქმედებებში განსაკუთრებით ტერიტორიებთან მიმართებაში, რაც ფაქიზი თემაა, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობააა. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან,"- განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას, არჩილ თალაკვაძის თქმით, მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ისინი არ აყვებიან და საქართველო ემზადება მშვიდობისთვის და მომავალი განვითარებისთვის. 

"ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ბრალდებები. განცხადებაც კი გაუმართავი და არალოგიკურია. საქართველო ემზადება მშვიდობისთვის, რათა ეკონომიკის, დემოკრატიის განვითარებით, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა"-აცხადებს თალაკვაძე. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებს სახელმწიფო მინისტრიც გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილმა გავრცელებულ განცხადებას დეზინოფორმაცია უწოდა. მისი თქმით, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორობის მონაწილეობით, თავის პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.  

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ემზადება მასშტაბური პროვოკაციისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი აღნიშნულს რუსულ დეზინფორმაციად აფასებს. ასევე ადგილობრივმა მთავრობამ ამ განცხადების შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო საზოგადოებას და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა