logo
ENG



ბოლივიაში არეულობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 ნოე 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
iouez30g4sebxnq.jpg

ბოლივიაში არეულობას მორიგი მსხვერპლი მოჰყვა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა ქალაქ კოჩა-ბამ-ბაში, სადაც ქვეყნიდან გაქცეული, უკვე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

ევო მორალესის მომხრეები დროებითი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებას აპროტესტებენ და ჟანინ ანიესს დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი და ათობით დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი აღმოაჩნდათ. 


close დახურვა