ბოლივიაში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში ძლიერ წვიმას მეწყერიც მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტალახის მასის ქვეშ 50-მდე სახლი მოექცა, წყალდიდობამ კი 250-მდე შენობა დააზიანა.
დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.