logo
ENG



ბოლივიის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

11 ნოე 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
wpacb76dwbzbg7s.png

ბოლივიის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ევო მორალესმა მშვიდობაზე ზრუნვა დაასახელა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა, რომ თანამდებობიდან მიდის, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. საპროტესტო აქციები ბოლივიაში გასულ თვეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტად მოქმედი პირველი პირი გამოაცხადა. დემონსტრანტები მორალესს არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.  


close დახურვა